weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამ თვეში გორში ძაღლებმა 488 ადამიანი დაკბინეს

12:00 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

2017 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში გორის ანტირაბიულ განყოფილებებს ძაღლისგან დაკბენილმა 488 ადამიანმა მიმართა. აქედან, 197 პაციენტი 15-წლამდე ასაკის ბავშვია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით qartli.ge წერს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ანტირაბიულ განყოფილებებში მიმართვიანობა გაზრდილია.

ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ანტირაბიული განყოფილებები კლინიკა „გორმედსა“და ჰოსპიტალში ფუნქციონირებს. ორივე სამედიცინო დაწესებულებიდან კი მონაცემები თავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იყრის.

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ანტირაბიულ განყოფილებებს 1554 ადამიანმა მიმართა, 2016 წელს - 2279 პირმა.

ქალაქ გორში, ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სოფლებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბევრ ადგილას ნახავთ მიუსაფარ, მოუვლელ ძაღლებს.

გორში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ფუნქციონირებს, თუმცა ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, პრობლემა მაინც არსებობს.

„თუ ვიღაცას შეუძლია ეს პასუხისმგებლობა აიღოს თავზე, მოვიდეს. თუ ვინმეს მივცემ 5 მილიონს, მაშინ გააკეთებს, მაგრამ ამდენი ფული არ გვაქვს. ზუსტად ვიცით ქალაქში ძაღლებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაც არის შექმნილი. ვისაც აქვს რეალურად ამის გაკეთების რესურსი ჩვენი მწირი ბიუჯეტის ფარგლებში, დაწეროს კონკრეტული შემოთავაზება და განვიხილავთ. პასუხისმგებლობის აღება და კონკრეტული გეგმის მოწოდება არავის უნდა. რასაც ვახერხებთ, ვაკეთებთ. ყველაფერს ვერ ვასწრებთ, საჭიროა ცოტა სხვანაირი მიდგომა, რაც დავიწყეთ“, – ციტირებს qartli.ge ქალაქის მერის კომენტარს.

გორი მერიაში რამდენიმე თვეა ცდილობენ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი პროექტი მოამზადონ და დაფინანსება დონორ ორგანიზაციებს სთხოვონ.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]