weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 7 ადამიანი გაიტაცეს

21:34 შაბათი, 17 აგვისტო 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. როგორც „რეგინფოს“ სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„შვიდივე მათგანი ახალუბნის მცხოვრებია. არსებული ინფორმაციით, ისინი იმ დროს დააკავეს, როცა გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე ეკლესიაში იმყოფებოდნენ. დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას“, – განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ერთი წელია, სოფელ ახალუბნიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არავინ დაუკავებიათ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]