ამ დროისთვის როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ორივე მიმართულებით აკრძალულია. მოძრაობა სავარაუდოდ, ამინდის გაუმჯობესებამდე არ აღდგება.
ტრანსკავრასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ცხინვალის რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს.