რუსი სამხედროების მიერ არცევთან საქართველოს მოქალაქის დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სუს-ის განცხადებით, დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა გუშინაც დააკავეს საქართველოს მოქალაქეები. სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები ცხინვალის იზოლატორშია მოთავსებული.