„მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე ნაპირზე აღმოაჩინეს მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი. ღამის განმავლობაში ხდებოდა მდინარის კალაპოტის მონიტორინგი, დღისით დაკარგულ მამაკაცს მყვინთავები ეძებდნენ. მამაკაცის ძებნა მიმდინარეობდა დრონის საშუალებითაც. დილით ცხედარი მტკვარმა გამორიყა და მაშველებმა წყლიდან 35 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.