weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნოსირთან ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიწვა

17:09 კვირა, 18 აგვისტო 2019
ფოტო  © ქართლოს ნატროშვილი / Facebook ფოტო © ქართლოს ნატროშვილი / Facebook

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანებს ცეცხლი წაეკიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა.

თვითმხილველების თქმით, ავარია დაუსრულებელმა საგზაო სამუშაოებმა და გამაფრთხილებელი ნიშნების არ არსებობამ გამოიწვია.

„ორი ახალგაზრდა ცოცხლად ჩაიწვა. გზის საფარის დაუსრულებელმა სამუშაოებმა და გულგრილობით მიდგომამ გამოიწვია ეს ფატალური შემთხვევა. იმდენად ფეხებზე ეკიდათ გზის სარემონტო პროცედურა, რომ არცერთი საგზაო ნიშანი არ იყო დაყენებული „შეანალე სვლა“ ან სხვა მსგავსი სიჩქარის შემაკავებელი. მთავარ მაგისტრალზე 100 მეტრი ასფალტის ფენას ნახევრად რომ იღებ და საგზაო ნიშანს არ აყენებ, შედეგიც სახეზეა“, - წერს ქართლოს ნატროშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]