weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს - სააგენტო

09:53 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებართვოდ ჩააშენეს. 

„სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ტიმოთესუბანში 20 აგვისტოს გაემგზავრებიან. სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის პროცესში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავარი ჩაერთვება. სააგენტო მასზე დაყრდნობით ამბობს, რომ სათავსოს თვითნებური ჩაშენების შესახებ არც ეპარქიას და არც საპატრიარქოს ინფორმაცია არ ჰქონია.

„სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლების ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ“, - აცხადებს სააგენტო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თვითნებური და უნებართვო ჩარევის ფაქტები გამოვლინდა. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ძველი იატაკი ახალი მარმარილოს ფილების იატაკით შეცვალეს. სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. სააგენტოს უპირობო მოთხოვნაა, ახალი მარმარილოს იატაკი აყარონ, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ურბნისისა და რუისის ეპარქიის დათანხმებას, რომელიც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსს განკარგავს. რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეკლესიის საკუთრებაში არსებული ძეგლების დასაცავად, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]