weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლაგოდეხში ავარიის შედეგად 34 წლის მამუკა სულაქველიძე დაიღუპა

11:40 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 34 წლის კაცი დაიღუპა. გარდაცვლილი მამუკა სულაქველიძეა, რომელიც ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი იყო.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა 17 აგვისტოს, ღამის საათებში მოხდა. მამუკა სულაქველიძე ავტომობილით სოფელ გიზასკენ მიმავალ გზაზე გადაბრუნდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]