შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 03:00 საათზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჰოსპიტალში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.