weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საოკუპაციო რეჟიმი სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ღობის გავლებას აგრძელებს

12:01 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
სოფელი გუგუტიანთკარი, ფოტო: პოლონეთის საელჩო საქართველოში სოფელი გუგუტიანთკარი, ფოტო: პოლონეთის საელჩო საქართველოში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის გავლებას აგრძელებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სოფელ გუგუტიანთკარში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა რუსუდან კილაძემ აცნობა.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს დილიდან ისევ გამოჩნდნენ იმ მონაკვეთზე, სადაც გასულ კვირაში ავლებდნენ ღობეს და მუშაობა განაახლეს. სავარაუდოდ, ღობის მიღმა არ დარჩება სოფლის სარწყავი წყლის მიმღებ-გამანაწილებელი ჭა. ადგილზე არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები“, - ამბობს რუსუდან კილაძე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად  ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობენ, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩეს და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]