weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საოკუპაციო ძალები ამბობენ, რომ ბრძანებას ასრულებენ - გორის მერი

13:34 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. ფოტო: Facebook-ის ოფიციალური გვერდი გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. ფოტო: Facebook-ის ოფიციალური გვერდი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ბრძანებას ასრულებენ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზვარზე უკანონო ღობის მონტაჟი დღეს დილიდან განაახლა.

როგორც გორის მერმა აღნიშნა, მან სცადა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან გასაუბრება.

„ჩემი მოწოდება იყო, შეეწყვიტათ მუშაობა და წაეღოთ ეს ყველაფერი, რასაც აქ ამონტაჟებენ, მაგრამ მათ პასუხი არ გამცეს და მხოლოდ ის მითხრეს, რომ ბრძანებას ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვკარგავთ გარკვეულ ფართობებს ისევე, როგორც ეს სახლები მოხვდა იქით მხარეს. თუმცა, რაც შეეხება სარწყავი წყლის ჭას, გვითხრეს, რომ არ შეეხებიან", -  ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი და დასძენს, რომ დღის განმავლობაში ადგილზე დარჩება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე  უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად  ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარე აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობენ, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩეს და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]