როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, 125-ე კილომეტრზე, მდინარე თერგზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დანარჩენი სახის ავტომანქანების მოძრაობა თავისუფალია.
„დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.