„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან „ღვინის ქარხანა გალერიაში“ მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“, – განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილმა და მასთან ერთად მყოფმა პირმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
„ისინი, სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს“, – განამარტავენ შს სამინისტროში.
უწყების ცნობით, რესტორანში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული ორივე ახალგაზრდა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა.