weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

38 კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტრომ დარღვევები გამოავლინა

14:19 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 95 შემოწმებული კლინიკიდან 38-ში დარღვევები გამოვლინდა. უწყების ცნობით, დარღვევები უკანონო საექიმო საქმიანობას და დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხებს უკავშირდებოდა.

მონიტორინგის შედეგად, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სულ 38 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაწერა.

„კლინიკებს მიეცათ გონივრული ვადა ამ დარღვევების გამოსასწორებლად. დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომელიც შედარებით უფრო გამოკვეთილია ამ ეტაპზე. ნებისმიერი ექიმი, რომელიც საქმიანობს კლინიკაში, უნდა იყოს სერტიფიცირებული. ჩვენ როდესაც ჩავატარეთ კომპლექსური შემოწმება, ზოგიერთ ექიმს არ ჰქონდა სერტიფიკატი და ისე მუშაობდა“,- განაცხადა  სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზაალ კაპანაძემ.  

მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რეგისტრირებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. მონიტორინგის ფარგლებში თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული პირობები, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უსაფრხოებას განსაზღვრავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]