კერძოდ, 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, რომელსაც კომპანია „ინტერტარნსი“ ემსახურება, მგზავრობის ღირებულება 1,50 ლარის ნაცვლად 1,80 ლარი გახდა. ფასის გაზრდის შესახებ განცხადება კომპანია „ინტერტრანსმა“ მიკროავტობუსებში უკვე გამოაკრა.
მგზავრობა გაძვირდა შემდეგ მარშრუტებზე: რუსთავი-თოდრიას მოედანი-დიდუბე; რუსთავი-რკინიგზის სადგური-თბილისი-თორნიკე ერისთავის ქუჩა; რუსთავი-ძველი ბაზარი - „თბილისი ცენტრალი“; რუსთავი-12 მკ/რ-ი-სადგურის მოედანი; რუსთავი-ძველი ავტოსადგური-ვარკეთილი; რუსთავი-ფიროსმანის ქუჩა - სპორტის სასახლე.
ტარიფი იგივე დარჩა შემდეგი მარშრუტებისთვის: რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, XIX მიკრორაიონი - თბილისი, მაღლივი კორპუსი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი.
რუსთავის საკრებულოში „რეგინფოს“ განუცხადეს, რომ აღნიშნულ მარშრუტებზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომპანია „ინტერტარნსი“ მგზავრობის საფასურის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობისგან ერთი წლის განმავლობაში ითხოვდა. მგზავრობის ახალი ტარიფის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ფასის შემსწავლელმა საბჭომ გამოიკვლია მგზავრობის ფასზე მოქმედი ფაქტორები და შესაბამისი ინფორმაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიაწოდა. სწორედ აღნიშნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე 6 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება 1,80 ლარით განისაზღვრა.