weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამხრეთ ოსეთი ცალმხრივ რეჟიმში გააგრძელებს საზღვრის მონიშვნას - ჯიოევი

15:25 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის მონიშვნას გააგრძელებს. როგორც სააგენტო „რესი“ წერს, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განაცხადა.  

„არავისთვის ყოფილა საიდუმლო, რომ სამხრეთ ოსეთი ცალმხრივ რეჟიმში გააგრძელებს საზღვრის მონიშვნას, რამდენადაც ქართული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე თქმით, ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები გაცილებით ნაკლებია იქ, სადაც საზღვარი მონიშნულია.

„გასულ შაბათს საქართველოს მცხოვრებმა 8 ახალგაზრდამ, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ავტომობილით მასობრივად დაარღვიეს საზღვარი სოფელ აძისართან. იქ რომ შესაბამისი სასაზღვრო აღჭურვილობები ყოფილიყო, საზღვრის დარღვევა არ იქნებოდა“, - ამბობს ჯიოევი.

იგი ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის გავლების გამო საქართველოს ხელისუფლების პროტესტს „რესპუბლიკის საწინააღმდეგო საინფორმაციო ომის ნაწილად“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს სამუშაოები საქართველოს ტერიტორიას არ ეხება.  

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობენ, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩეს და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნას.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]