weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი ემზარ კვიციანს მოუწოდებს დისკრიმინაცია არ წაახალისოს

16:26 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019

საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ კვიციანს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები დაიცვას.

მირტაგი ასადოვმა სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმს საიას დახმარებით 2019 წლის თებერვალში მიმართა. საჩივარში მითითებული იყო, რომ დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა.

2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, მირტაგი ასადოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი სიტყვით აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა. მის განცხადებას ქართულ ენაზე თარჯიმანი თარგმნიდა. აზერბაიჯანულ ენაზე მირტაგი ასადოვის გამოსავლას ემზარ კვიციანის რეპლიკა მოჰყვა - „ვერ მოვისმინე ვინ ბრძანდება მაგი [იგულისხმება მირტაგი ასადოვი]? ვერ გავიგე უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეა?“. რაზეც მირტაგი ასადოვმა უპასუხა, რომ საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნულის შემდეგ ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს მიმართა: „მერე ქართულად მელაპარაკეთ, მაშინ".

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის გამონათქვამი ცალსახად იყო მინიშნება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, არა აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის იდეასთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის მიმართვა მირტაგი ასადოვისადმი არის ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევა და მიმართავს დეპუტატს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]