weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ეს უკანონოა - აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე

17:05 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ჯეიმს აპატურაი, ფოტო :მედიამაქსის არქივი ჯეიმს აპატურაი, ფოტო :მედიამაქსის არქივი

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი უკანონოს უწოდებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განახლებულ ბორდერიზაციას.

„რუსეთის მხარდაჭერილმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ღობეების გავლება ქართულ სოფელში გუგუტიანთკარში განაახლა. ადამიანების მოწყვეტა მათი მიწისგან, ოჯახებისგან და მეგობრებისგან დამატებით სირთულეებს წარმოშობს. ეს ასევე უკანონოა. ნატო ამ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ცნობს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- წერს აპატურაი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

დღეს, 19 აგვისტოს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის გავლება განაახლა. ბოლოდროინდელი „ბორდერიზაციის“ შედეგად,  ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შიშობენ, რომ შესაძლოა, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩეს და გუგუტიანთკარსა და სოფელ კოშკას ნაწილს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]