ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.