weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსახლეობასთან 6-ვე შეხვედრაზე მთხოვეს გახარიასთვის გადამეცა არ წავიდესო – წილოსანი

10:36 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ექვსივეზე მთხოვეს, გიორგი გახარიასთვის გადამეცა, არ წავიდესო, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ბახმაროში, ტრადიციულ დღესასწაულზე პლაკატის „გახარია, წადი“ გამოფენას.

ნინო წილოსანმა სოციალური ქსელის პირად გვერზე ერთ-ერთი ახალი ამბების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატიის ე.წ. სქრინშოთი გააზიარა და დაწერა:

„საინტერესო რამეა საინფორმაციო სივრცე. ეს ნიუსი ამომიგდო ფბ და ეხლა გეტყვით სინამდვილეში როგორ არის:

  1. ბახმარო „მრავალ მთიანი“ კურორტია და ერთ- ერთ უხილავ გორაზე, უხილავმა სამმა ადამიანმა პატარა ფარატინა პლაკატი რომ აიტანა და ზემოდან ნიუსი მიაყოლა, ამით სურთ შექმნან სურათი თითქოს სრულიად ერის სურვილს ვაჟღერებთო.
  2. ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით ნამდვილად და დიდი სიყვარულით გვხვდებოდა ხალხი. ოპოზიციის წარმომადგენლები კი დავინახე მინელებულ რეჟიმში და როგორც კი ნახეს გურულებში შესაბამის მუხტს ვერ აწევდნენ, ისევე მინელებულები მიიმალნენ.
  3. გახარიასთან დაკავშირებით კი მინდა გითხრათ, ბოლო დროს მოსახლეობასთან ჩატარებული 6 შეხვედრიდან 6-ვე შეხვედრაზე მთხოვეს გადამეცა „არ წავიდესო“.

ჰოდა, ამ პლაკატების გამოკვრას ხალხს რომ დაელაპარაკოთ არ ჯობია? როგორ იგივე შეცდომებს უშვებთ, რამაც ესე გაგაუფასურათ“, – წერს ნინო წილოსანი.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი „მშვიდობიანი დემონსტრანტების“ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]