weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საქართველოში რუბლით ვაჭრობას შემოსავლების სამსახური სწავლობს

11:03 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების „აი, ფაქტი“ გავრცელებულ მასალას საქართველოში რუსული რუბლით ვაჭრობის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სწავლობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპერტამენტი სამართალდამრღვევი პირების გამოსავლენად იმუშავებს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ „აი, ფაქტი“ 19 აგვისტოს გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში მოქმედი ტურისტული ობიექტების ნაწილში რუსული რუბლით ვაჭრობას ასახავს.

„აი,ფაქტის“ ცნობით, მათი ექსპერიმენტის შედეგად გამოვლინდა, რომ ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ორ სასტუმროში და სამ კაფეში მომსახურების საფასურს რუსული ვალუტით იღებენ. რუბლით ვაჭრობენ გარემოვაჭრეებიც.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში ფულის ერთეულია ლარი და ის არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა ადმინისტრაციული წესით ისჯება და ფიზიკური პირის 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 400 ლარით დაჯარიმებას იწვევს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]