weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპანტების მიერ გატაცებულების ე.წ. სასამართლო შესაძლოა დღეს გაიმართოს

11:18 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში შესაძლოა, დღეს გაიმართოს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სოფელ ახალუბანში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა.

„სამწუხაროდ, გუშინ არ შედგა გატაცებულების ე.წ. სასამართლო პროცესი და ველოდებით, რომ დღეს გაიმართება. ყველა გატაცებული ამ დროისთვის ჯერჯერობით, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება“, - განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.

საოკუპაციო ძალების  წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულების კუთვნილი სამი მსუბუქი ავტომობილი ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]