weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს პროცესი ცხადყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია - გუბერნატორი გუგუტიანთკარის მოვლენებზე

12:53 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
გიორგი ხოჯევანიშვილი. ფოტო: შიდა ქართლის მხარის Facebook გვერდი გიორგი ხოჯევანიშვილი. ფოტო: შიდა ქართლის მხარის Facebook გვერდი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია. განცხადება შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გუგუტიანთკარში გააკეთა.

„მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპაციის ნაბიჯებს კიდევ დგამს. რაც მთავარია, საქართველოს მხრიდან ყველა ადეკვატური ნაბიჯი იდგმება და ჩვენს გვერდით არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომელთა დახმარებაც ძალიან მნიშვენლოვანია“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ასევე შესაბამის ნაბიჯებს დგამს საქართველოს გატაცებული მოქალაქეების დროულად გასათავისუფლებლად.   

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები.

საოკუპაციო ძალების  წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]