weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სტენსილის „გახარია, წადი“ გამო ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა დააჯარიმა

13:00 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
ფოტო: რადიო ათინათი ფოტო: რადიო ათინათი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი მარიამ სიჭინავა სამართალდამრღვევად სცნო. სტენსილის „გახარია, წადი“ გამო იგი 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ლაივპრესმა“ გაავრცელა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ 19 აგვისტოს იმსჯელა. მარიამ სიჭინავას თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახური ედავებოდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლის 21 ნაწილით სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 500 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასა და შემდეგ ამ ფაქტის გამპროტესტებელი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]