weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარს ძეგლთა დაცვის სააგენტოს „იმპერატიული ტონი“ უკვირს

14:16 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „იმპერატიული ტონი“ აქვს. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ფოტომასალა და განცხადება, რომლის თანახმადაც, სამონასტრო კომპლექსზე სათავსო უნებრათვოდ ჩააშენეს.

„არანაირი ჩაშენება და დაზიანება არ მომხდარა. იმის გარდა, რომ [კარადამ] თავისი ფუნქციური დატვირთვა მიიღო, ჩამონგრეული კედელი დაიფარა. [სააგენტოში] მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები არიან, აქ ბევრი რამ გაკეთდა. მათგან მიკვირს უბრალოდ, თან ასეთი იმპერატიული ტონით. არ მჯერა ბოლომდე, რომ ეს სიტყვები მაგათია, თითქოს ბერებს უნდა აიძულონ, რაღაც დაშალონ“, - ამბობს ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იერომიელი ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ტიმოთესუბანში დღეს, 20 აგვისტოს გაემგზავრნენ. სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ისინი ადგილზე შეამოწმებენ სათავსო დამაგრებულია თუ არა არქიტექტურულ ფრაგმენტებზე, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოებად ჩაითვლება. თუ სათავსო ჩაშენებული არაა, ამ შემთხვევაში სააგენტოს მხოლოდ თხოვნით შეუძლია მიმართოს ბორჯომის და ბაკურიანის ეპარქიას, აიღოს კარადა, რადგან „ლამინირებული, დაპრესილი ნახერხის ფირფიტები, ეროვნული კატეგორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მხატვრულ ღირებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე თვითნებური და უნებართვო ჩარევის ფაქტები გამოვლინდა. რამდენიმე დღით ადრე ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ძველი იატაკი ახალი მარმარილოს ფილების იატაკით შეცვალეს. რა სამართლებრივი ბერკეტები აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეკლესიის საკუთრებაში არსებული ძეგლების დასაცავად, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]