„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი. დასახმარებლად გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.