weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხურვალეთში დათა პაპას სახლთან 4-5 კაციანი ჯგუფი დამხვდა და თავს დამესხა – დავით ქაცარავა

15:30 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
ფოტოზე დავით ვანიშვილი / Reuters-ის ფოტო ფოტოზე დავით ვანიშვილი / Reuters-ის ფოტო

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე ხურვალეთში, მავთულხლართების მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილის სახლთან თავს დაესხნენ და ქვების სროლა დაუწყეს. როგორც ის ამბობს, სამართალდამცველები იქვე იყვნენ, თუმცა თავდასხმის შეჩერება ვერ შეძლეს.

„ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა, ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, რომელსაც შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4- 5 კაციანი „ტიტუშკების“ ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა“, – დაწერა ქაცარავამ ფეისბუქზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ში განმარტეს, რომ ქაცარავა საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის გამოც ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.

დავით ვანიშვილი, რომელზეც დავით ქაცარავა საუბრობს, სოფელ ხურვალეთში მავთულხლართს მიღმა ცხოვრობს. 2012 წელს, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა სახლის წინ მავთულხლართები გაუბეს, მან საკუთარი სახლის დატოვებაზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]