„ბორჯომობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ბორჯომის მერიამ რამდენიმე ღონისძიებით გადაწყვიტა. „ბორჯომობა 2019“ სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. დღესასწაულის ფარგლებში სამეწარმეო ბაზრობაც მოეწყო და ბორჯომის საპატიო მოქალაქეებიც გამოვლინდნენ. დღესასწაულის ფინალური ეტაპი ცენტრალურ პარკში გაგრძელდა, სადაც კოსტუმირებულ წარმოდგენასთან და წიგნების ფესტივალთან ერთად ქოლგების რიგიც მოეწყო.
„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 17 აგვისტოს, 16:00 საათზე წვიმა დაიწყო და დღესასწაულის სტუმრების ნაწილი პარკიდან დეკორაციული ქოლგებით წავიდა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორც ცდილობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მოქალაქეებს აღებული ქოლგები ჩამოართვას.