weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაატა სალიამ ნოდარ მელაძე გაათავისუფლა

15:45 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ, სალიამ დღეს, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალიას თქმით, ნოდარ მელაძის გათავისუფლება უარყოფითად არ აისახება არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე რადგან, „ერთი ადამიანი ვერ იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი“.

პაატა სალიამ ნოდარ მელაძის შესახებ საუბრისას თქვა, რომ არხის მენეჯმენტი სამოქალაქო სარჩელს ამზადებს. გენერალური დირექტორის თქმით, სარეკლამო კომპანიასთან „ინტერმედია +“ დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, საიდანაც მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მიიღო სხვა კომპანიამ. სალია ამბობს, რომ ამ კომპანიიდან „რუსთავი 2“-ის თანამშრომელმა ფული გამოიტანა და ეს თანხა კონკრეტულ პირებს დაურიგეს.

„ჩვენი აზრით, როცა ადამიანები დავალებულები არიან სხვისგან და მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული“,- თქვა სალიამ.

ნოდარ მელაძე ჯერ-ჯერობით ერთადერთია, ვისაც ამ დროისთვის პაატა სალია შეხვდა და გათავისუფლების შესახებ აცნობა, თუმცა სალია ამბობს, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ „რუსთავი 2“-ს წამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი დატოვებენ. 

19 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ტელეკომპანია არ გაიყიდა და არსებული დავალიანების მიუხედავად, მის გაკოტრებას არ აპირებს. 

"ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი. დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]