weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია აუცილებლად მოვუშლი ნერვებს, პირობას ვაძლევ – ჟორჟოლიანი

17:35 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

„მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. ონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის შემოსავლიანიდა ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით“, – განაცხადა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ჟორჟოლიანის თქმით, არხის ახალი მფლობელების ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ....

ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

მე მივხვდი, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ მოგწონთ, „რუსთავი 2“-ში პრობლემა აღარ გაქვთ. თუ მიხეილ სააკშვილი მოგწონთ, თქვენი კარი დაკეტილია“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, პაატა სალია დირექტორად დანიშვნის შემდეგ თანამშრომლებს ხელფასებს არ ურიცხავდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მათ გაათავისუფლებდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „რუსთავი 2“-ში მუშაობის პერიოდში პრემია არასოდეს აუღია.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ აქვს შეთავაზება კერძო სექტორიდან, ასევე ტელეკომპანიებიდან.

„ამ შენობიდან გავდივარ ძალიან წელგამართული. 17 წელი აქ გავატარე. ერთხელ მომიწია წასვლა და დავბრუნდი. არავინ იცის, მომავალში რა მოხდება. მე მაქვს შემოთავაზება არა მხოლოდ ტელევიზიიდან, არამედ კერძოდ სტრუქტურიდან, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემთვის პენსია ძალიან ადრეა და ალბათ ისევ ტელევიზიაში დავბრუნდები. თან მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მოვუშლი ნერვებს. პირობას ვაძლევ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს ვეღარ ვიხილავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]