„ცეცხლი ეკიდა ტყის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ასევე ეკალბარდს და ბალახს. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის და ხანძრის ქრობაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დროული ჩართვის შედეგად, მოხერხდა ხანძრის მოკლე დროში ლოკალიზება და ტყის მასივის დაცვა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები, ჯამში, 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ჩამქრალია, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მონიტორინგის მიზნით 24 საათის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან.