weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტი გუგუტიანთკარის „ბორდერიზაციისას“ დასვენების ადგილიდან მუშაობდა - ადმინისტრაცია

19:11 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
სალომე ზურაბიშვილი, ფოტო:პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილი, ფოტო:პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სოფელ გუგუტიანთკარში განახლებული „ბორდერიზაციის" საკითხზე დასასვენებელი ადგილიდან მუშაობდა. 14-17 აგვისტოს, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კახეთში, ლოპოტის ტბის დასასვენებელ კომპლექსში იმყოფებოდა.

„პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას, კონტაქტში იყო თავის ადმინისტრაციასთან, საგარეო და შინაგან საქმეთა უწყებებთან და თავის უცხოელ კოლეგებთან. მოგეხსენებათ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით ეს შესაძლებელია",- ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტების მიუხედავად, თავად სალომე ზურაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განახლებულ „ბორდერიზაციას" ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

გუშინ, 19 აგვისტოს თბილისში დაბრუნებულმა ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხზე მთავრობა მუშაობს და თავადაც ჩართულია.

„განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული. ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებ, რომ... სერიოზულად მუშაობს ჯერ ერთი მთავრობა და მეც ვარ ჩართული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

14 აგვისტოს, შიდა ქართლში, სოფელ გუგუტიანთკარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცება და მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდა. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]