weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“ – რუსთავი 2 ჯოჯუამ და სესიაშვილმა დატოვეს

21:44 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც მათ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისთანავე განაცხადეს, მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიაში დაწყებული „საკადრო წმენდა“ გახდა.

„მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა ბოლო 7-მა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას. „კურიერის“ სარედაქციო პოლიტიკის, თავისუფლების ხარისხის გარანტი ჩემთვის ასევე იყო ნოდარ მელაძე. ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ, რომელმაც ტელეკომპანია 13 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

მან წარმატება უსურვა მათ, „ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას“.

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა.

დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება... მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, – აღნიშნა დიანა ჯოჯუამ.

რაც შეეხება მიშა სესიაშვილს, მისი თქმით, წითელი ხაზები გადაკვეთილია და „რუსთავი 2“-ში ტოტალური წმენდა დაიწყო.

„ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი „რუსთავი 2“-ის, რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი. 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესი სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ „რუსთავი 2“-ს, მაგრამ ვიტოვებ იმედს, რომ ისევ შევხდებით. ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა მიშა სესიაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]