weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში ღამის კლუბიდან 4 ახალგაზრდა კლინიკაში მოათავსეს - 22 წლის ბიჭი დაიღუპა

21:46 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან, დილის 5 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკა მედცენტრში მოავსებული 4 პაციენტიდან, 3 ახალგაზრდა კაცი და ერთი ქალი იყო. ისინი სტაციონარში ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობით შეიყვანეს, მათგან ერთ-ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

კლინიკა მედცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, 22 წლის ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით, ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიკური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ 17:20 საათზე გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]