„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, – დაწერა ქიბარ ხალვაშმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
გუშინ, „რუსთავი 2“-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების დაწყებისთანავე, ჟურნალისტებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა განაცხადეს, რომ არხს პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ, რის შემდეგაც „კურიერი“ შეწყდა.
„კურიერის“ წამყვანების ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას გადაწყვეტილება საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლების თაობაზე. გარდა ამისა, სალიას თქმით, შვებულების დასრულების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლებს გიორგი ლაფერაშვილს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს. არხის ჟურნალიტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და მიზნად ისახავს არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.