weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურის თქმით ხაზარაძეს და ჯაფარიძეს მხოლოდ 16 664 000 დოლარი დაუყადაღეს

10:43 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაძარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით დაყადაღებულია. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლოს 16 664 000 აშშ დოლარის დაყადაღების შუამდომლობით მიმართეს. სწორედ ამ ოდენობის თანხის უკანონო ლეგალიზაციას ედავება პროკურატურა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს.

„პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე“, - აცხადებს პროკურატურა.

თავად მამუკა ხაზარაძე, რომელიც სექტემბერში ახალი მოძრაობის შექმნას აპირებს, ამბობს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებას ორი მიზეზი აქვს - დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ანაკლის ღრმაწყლოვანი პროექტის შეჩერება.

„ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“ - წერს იგი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. 

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]