weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

23 და 25 აგვისტოს Black Sea Arena-სკენ დამატებითი მატარებელი ინიშნება

11:21 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.

მატარებელი, რომელიც თბილისიდან 12:40 საათზე გავა, Black Sea Arena-სთან 17:25 საათზე გაჩერდება, ხოლო ბათუმში 18:23 საათზე ჩავა. რაც შეეხება უკანა გზას, ბათუმიდან მატარებელი 23:50 საათზე გამოვა და Black Sea Arena-სთან 0:38 საათზე იქნება, თბილისში კი 5:15 საათზე ჩავა.

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატარებლებს №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატარებელს №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-სბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.

[R] საქართველოს რკინიგზის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]