ერთ-ერთ უმსხვილეს და დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს, 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდება.
ხელშეკრულებას ხელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.
პირველ ეტაპზე ,,რაინეარი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ მილანის მიმართულებით იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.