weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენას იწყებს

11:27 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეასრულებს.

ერთ-ერთ უმსხვილეს და დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს, 21 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და რაინეარის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი მოაწერენ.

პირველ ეტაპზე ,,რაინეარი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ მილანის მიმართულებით იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]