„როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება - სწორედ იმ ადგილს, სადაც ლეგენდის თანახმად [ქართული მითოლოგიური გმირი] იახსარი დევს შეებრძოლა - და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს!“ – ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
ელიზაბეთ რუდი კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ (#spendyoursummeringeorgia) შეუერთდა. საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და მისი განცხადებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ქვეყნდება.