weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია – ელიზაბეთ რუდი

11:50 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს. მისი თქმით, საქართველოში ბედნიერად ატარებს ზაფხულს.

„როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება - სწორედ იმ ადგილს, სადაც ლეგენდის თანახმად [ქართული მითოლოგიური გმირი] იახსარი დევს შეებრძოლა - და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს!“ – ამბობს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

ელიზაბეთ რუდი კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ (#spendyoursummeringeorgia) შეუერთდა. საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები და მისი განცხადებები საქართველოში აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ქვეყნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]