weather cur horoscope tv
ოქტომბერი 30, 2020

კურიერი 12:00 საათზე „რუსთავი 2“-ზე არ გავიდა

12:04 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 hits 1402
კურიერის სტუდია, ფოტო: რუსთავი 2-ის არქივი კურიერის სტუდია, ფოტო: რუსთავი 2-ის არქივი

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 12:00 საათზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით არ გავიდა. ეთერში არ გასულა არც დილის საინფორმაციო გამოშვებები.

კურიერის ნაცვლად ეთერში მხატვრული ფილმი გადის.

არხის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად - „არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, „კურიერი“ 12:00 საათზე ეთერში არ გავა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს“.

გუშინ, 20 აგვისტოს, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]