კურიერის ნაცვლად ეთერში მხატვრული ფილმი გადის.
არხის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად - „არხზე მიმდინარე მოვლენების გამო, „კურიერი“ 12:00 საათზე ეთერში არ გავა. დამატებით ინფორმაციას არხის მაყურებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან შეიტყობს“.
გუშინ, 20 აგვისტოს, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.