ელიკაშვილის თქმით, სამხედრო ვერტმფრენმა ცხინვალიდან ახალგორის (იგივე ლენინგორი) მიმართულებით გადაიფრინა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულა.
ამ თემასთან დაკავშირებით „რეგინფო“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც პრეს-სამსახურში განაცხადეს, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.