ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ არის განთავსებული ქუთაისის ფრენების ზუსტი განრიგი და ბილეთის ღირებულება.
დღეს, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეასრულებს.
პირველ ეტაპზე ,,რაინეარი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ მილანის მიმართულებით იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.