weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლაზე მუშაობა დაიწყეს

14:58 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
სოხუმის აეროპორტი. ფოტო: გაზეთი "ნუჟნაია გაზეტა" სოხუმის აეროპორტი. ფოტო: გაზეთი "ნუჟნაია გაზეტა"

რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ორმხრივი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე მუშაობენ. როგორც აფხაზური ახალი ამბების სააგენტო „აპსნიპრესი“ წერს, ეს თემა სოხუმში დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბღანბამ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს „როსავიაციას“ წარმომადგენლებთან განიხილა.

განხილვაში ჩართულები არიან კორპორაცია „სამხრეთის ავიატრანსპორტის“ შავი ზღვის ფილიალი, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო და საინვესტიციო პროექტი „არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი“.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, განისაზღვროს იმ ამოცანის გადაჭრის გზები, რომელიც სოხუმის აეროპორტის აღდგენას, მის საექსპერტო და სამართლებრივ უზრუნველყოფას გულისხმობს. 

თავის მხრივ, „როსავიაციას“ ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ განაცხადა, რომ სოხუმში ტექნიკურ კომისიასთან ერთად ჩავიდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავეცნოთ, რას წარმოადგენს სოხუმის აეროპორტი და განვსაზღვროთ სამომავლო სამუშაო გზები, რათა მოსახლეობის გადაადგილების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“, - განაცხადა "როსავიაციას" წარმომადგენელმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]