weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვისაც უნდა სალია რჩება, ვისაც თავისუფლება მოდის - გვარამია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს

15:22 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართავს, შეუერთდნენ იმ არხს, რომელსაც თავად ქმნის.

ნიკა გვარამია წერს, რომ „რუსთავი 2“-ის მთავარი სახეებით ამბიციურ ტელეკომპანიას აკეთებს, რისთვისაც აქვს საჭირო თანხა და შენობა.

„ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვ-ია. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. ვისაც უნდა პაატა სალია რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის“, - წერს გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 2012 წლიდან იყო. მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და არხის 100%-იანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში გახდა, გვარამია გენდირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ქიბარ ხალვაშმა მის ადგილზე საკუთარი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა, ნიკა გვარამიამ კი ახალი არხის დაფუძნება გადაწყვიტა.

გუშინ, 20 აგვისტოს, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. 

დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. არხი დატოვა ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]