weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეს არის კერძო მესაკუთრის საკადრო გადაწყვეტილება - კალაძე „რუსთავი 2“-ზე

16:35 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

თბილისის მერი კახა კალაძე კერძო მესაკუთრის საკადრო გადაწყვეტილებად მიიჩნევს „რუსთავი 2“-დან წამყვანების გათავისუფლებას.

„ეს არის კერძო მესაკუთრის საკადრო გადაწყვეტილება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობს სიტყვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი. როგორც მოვისმინეთ, ეს ადამიანები აპირებენ ახალი სატელევიზიო სივრცის შექმნას. ზოგადად ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ არსებობდეს ოპოზიციური ტელევიზიები, მაუწყებლები და სააგენტოები“.- ამბობს კალაძე.

გუშინ, 20 აგვისტოს, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. 

დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით არ გასულა საინფორმაციო გამოშვება. არხი დატოვეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა და მაია ლომიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]