weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2019

შუბლაძის თქმით, „რუსთავი 2“-ში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია

18:21 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 hits 382

ნინო შუბლაძე ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტისგან შეთავაზება მიიღო. მისივე თქმით, მედიაში და „რუსთავი 2“-ში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად. არც ახლა გადავალ ამ ზღვარს“,- წერს შუბლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

გუშინ, 20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. პაატა სალიამ გუშინვე თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე სხვადასხვა ადამიანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მათ შორის ნინო შუბლაძესთანაც.

ნინო შუბლაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში წლების მანძილზე მუშაობდა. იყო არხის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი. არხი 2014 წელს დატოვა. მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა მისსა და მაშინდელი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახებში გაკეთებული ჩანაწერების გასაჯაროება. „რუსთავი 2“-ის დატოვების შუბლაძე ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

ტელეკომპანიის ახალი მენეჯმენტის საკადრო გადაწყვეტილების გამო, პირდაპირ ეთერში „რუსთავი 2“ დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერით საინფორმაციო გამოშვება არ გასულა. არხი ასევე დატოვეს ჟურნალისტებმა გიგლა თუმანიშვილმა და მაია ლომიძემ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]