weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენ არ ვეძებთ კონკურენციას „რაინეარს“ და „ვიზეარს“ შორის - თურნავა

18:55 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
ნათია თურნავა, ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავა, ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ავიაკომპანიები „რაინეარი“ და „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე კონკურენტები არ იქნებიან, რადგან განსხვავებულ რეისებს ფარავენ.

„ჩვენი ტაქტიკა იყო აგვერჩია ახალი მიმართულებები, რომელსაც არ ფარავს დღეს სხვა კომპანია. აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ სინერგიას ვიდრე მათ შორის კონკურენციას. ეს ორი კომპანია ბუნებრივია, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში კონკურირებენ, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ბაზარი არის საკმაოდ მზარდი და აქ ადგილი ჰყოფნის ბევრ ახალ კომპანიას. უფრო მეტად იქნება სინერგია, ვიდრე კონკურენცია“,- განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია „იმედთთან“ საუბრისას.

მინისტრის თქმითვე, „რაინეარის“ მთავარი სავიზიტო ბარათი, ბილეთის დაბალი ღირებულება, საქართველოშიც შენარჩუნებული იქნება.  

დღეს, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან შეასრულებს. „ვიზეარი“ კი მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დაფრინავს.

პირველ ეტაპზე ,,რაინეარი“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4-ჯერ მილანის მიმართულებით იფრენს, ხოლო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]